ნოდარ ხადურმა ასევე განაცხადა, რომ ელ.ენერგიისა და ნაგვის გადასახადი აუცილებლად განცალკევდება და ამას თუ არ იზამს თბილისის საკრებულო, იზამს პარლამენტი.
“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ელ. ენერგიისა და გაზის ტარიფია. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოსაზრება, რომ არსებობს სერიოზული ხარვეზები. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, წარმოადგინონ ტარიფების ახალი გაანაგრიშება, პარალელურ გაანგარიშებას წარმოვადგენთ ჩვენც. დარწმუნებული ვართ, ამ ზამთარში მოსახლეობა შვებას იგრძნობს. ტარიფები აუცილებლად დაიწევს, თუმცა, კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ, რადგან უპასუხისმგებლო დაპირებებს არ გავცემთ”, – განუცხადა ნოდარ ხადურმა “ნეტგაზეთს”.