ახალი ამბები

გიგი უგულავასა და თბილისის უსაფრთხოებისთვის ახალი სამსახური იქმნება

10 ოქტომბერი, 2012 • 4774
გიგი უგულავასა და თბილისის უსაფრთხოებისთვის ახალი სამსახური იქმნება

თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრძანებით, დედაქალაქში ახალი სამსახური იქმნება, რომელმაც თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების და საჭიროების შემთხვევაში თავად ქალაქის მერისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. 

 

გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურს მასში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება, ბაღებში, სკვერებში, პარკებში, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა, ასევე მერის, მისი მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებული ფუნქციების განხორციელება შეეძლება. 

 

სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე თავად თბილისის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს. 

 

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნის შესახებ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

 

გიგი უგულავა და მაჟორიტარობის კანდიდატები
გიგი უგულავა და მაჟორიტარობის კანდიდატები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი