მანამდე კი “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ოფისში კოლნსულტაციისთვის იმყოფებოდა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, რადგან, მისი თქმით, მირცხულავას ენერგეტიკის სფეროში აქვს დიდი გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა, თუმცა მას არავინ წარუდგენია ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2004 წლის დეკემბერში დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.
