ახალი ამბები

თალიბებმა სკოლის მოსწავლეზე შური იძიეს

9 ოქტომბერი, 2012 •
თალიბებმა სკოლის მოსწავლეზე შური იძიეს

პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთით, ერთ–ერთ პროვინციაში, მალალა იუსაფაი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს. ექიმების თქმით, სკოლის მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

რეგიონი, სადაც მალალა იუსაფაი ცხოვრობს, თალიბების კონტროლისგან 2009 წელს მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა თალიბები პერმამენტულ თავდასხმებს მაინც ახორციელებენ და გარკვეულ გავლენას რეგიონზე მაინც ფლობენ.

 

14 წლის მალალა იუსაფაი მსოფლიომ 2009 წელს BBC-ის პაკისტანის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღიურების შემდეგ გაიცნო. სკოლის მოსწავლე აღწერდა, თუ როგორ სწავლობდა თალიბანის მმართველობის ქვეშ. გარდა ამისა, ის აქტიურად იცავს თანატოლთა უფლებებს. პაკისტანის ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე ბავშვთა უფლებების დაცვისთვის 10 500$ დააჯილდოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი