ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე: დანაპირების შესრულების 100-დღიანი გეგმა მუშავდება

9 ოქტომბერი, 2012 • 5594
ამირან გამყრელიძე: დანაპირების შესრულების 100-დღიანი გეგმა მუშავდება

“მინისტრთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი მქონდა და შეხვედრა დავგეგმეთ ხვალისთვის, თუმცა დღეს შევხვდი მინისტრის ყველა მოადგილეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ასევე სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელობას, შევთანხმდით ერთობლივ თანამშრომლობაზე მომავალი ორი კვირის მანძილზე, რათა არსებულ ვითარებაში დეტალურად გავერკვე”, – აღნიშნავს გამყრელიძე. მისი თქმით, კოალიციას აქვს საპროგრამო დოკუმენტი, რომლითაც სამინისტრო იხელმძღვანელებს:

“პირველ რიგში, გაიწერება პირველი 100 დღის გეგმა, რის მიხედვითაც ჩვენი დანაპირების შესრულება დაიწყება. დაზღვევა უნდა განვითარდეს ქვეყანაში როგორც სახელმწიფო- სავალდებულო, ასევე, კერძო–ნებაყოფლობითი. შევეცდებით უფრო მეტი იყოს სახელმწიფოს მარეგულირებელი მექანიზმები დაზღვევის განვითარებაში. მთელ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი დაზღვევა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც “ქართული ოცნება” მოვიდა”.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, პირველი 100- დღიანი გეგმის პრიორიტეტები პირველ რიგში იქნება სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხი:

“ანუ ის, თუ რისი შესაძლებლობა გვექნება 2013 წელს, რათა გავაფართოვოთ სამედიცინო დაზღვევა და გვქონდეს პენსიების ზრდის შესაძლებლობა”, – აღნიშნა გამყრელიძემ. მისი თქმით, ამჟამად სამინისტროში სტაბილური მდგომარეობაა და არანაირი შეფერხება არ არის.

 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი ამირან გამყრელიძე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად 8 ოქტომბერს დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი