კახი კალაძის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მომავალი მინისტრის წარმომადგენელთა ჯგუფი სამინისტროში იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად კალაძემ განუცხადა.
“პირადად მე ამჟამინდელ მინისტრს უახლოეს პერიოდში შევხვდები. რაც შეეხება კონკრეტულ ხედვებს, ჯერ არ მაქვს, ვინაიდან ამ თანამდებობაზე დანიშნვას არ ველოდი,”- აცხადებს კალაძე.
სამინისტროს არსებულ პროექტებზე საუბრის დროს კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქალაქი ლაზიკა აღარ აშენდება.
“ეს იყო პრეზიდენტის სულელური ჩანაფიქრი, რომლის განხორციელების რესურსი სახელმწიფოს არ აქვს. რაც შეეხება სხვა მიმდინარე პროექტებს, მოხდება მათი განხილვა და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს,”- თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძის კანდიდატურა “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ პოსტზე 8 ოქტომბერს დაასახელა.





