ახალი ამბებიხელოვნება

რესტავრაციის შემდეგ ფიროსმანის “სვირი” საგამოფენო სივრცეს უბრუნდება

13 იანვარი, 2017 • 9891
რესტავრაციის შემდეგ ფიროსმანის “სვირი” საგამოფენო სივრცეს უბრუნდება

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი “სვირი” დღეს ეროვნულ გალერეაში რესტავრაციის შემდეგ პირველად გამოიფინება.

დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა 39 წლის შემდეგ  პირველად იხილოს მხატვრის ნამუშევარი ,,სვირი’’.

ნიკო ფიროსმანაშვილის ტილო მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი’’ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. კულტურის სამინისტროს ცნობით, 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ – 1957, 1968, 1978 წლებში გამოიფინა. 1978 წლის შემდეგ მძიმე დაზიანებების გამო ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო საზოგადოებას.

ნახატს რესტავრაცია ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ ჩაუტარა. აღნიშნულ სურათთან ერთად მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.

ნიკო ფიროსმანის "სვირი" ფოტო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ნიკო ფიროსმანის “სვირი” ფოტო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი