ახალი ამბები

გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის პრობლემაა, ჩვენთვის- ადამიანური ტკივილი

12 იანვარი, 2017 • 3744
გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის პრობლემაა, ჩვენთვის- ადამიანური ტკივილი

 

“ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს.  მიხეილ სააკაშვილი, დიახ, იყო პარტიის პირველი თვმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის ამ პარტიის გენერალური მდივანი”, – განაცხადა გიგი უგულავამ 12 დეკემბერს პრესკონფერენციაზე, რომელზეც ენმ-ს ლოდერებმა პარტიის გაყოფაზე გააკეთეს განცხადება.

უგულავას თქმით, ნაციონალური მოძრაობა შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმისათვის, რომ “დღეს ებრძოლოს ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში”.

“ უნდა იყო თავზეხელაღებული და ეს სიტყვა არ უნდა იხმარებოდეს კნინობითი ფორმით, იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა”.

თავის გამოსვლაში გიგი უგულავამ ყველაზე მეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.  უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის მხოლოდ თავისი თავის პრობლემა.

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი.  ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას.  მე ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს და  აძლევდა იმედს. ჩვენ პოლიტიკოსები ყველა ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ.  როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ეს მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირა გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო. ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე”, – განაცხადა უგულავამ.

“ დიახ მეგობრებო, 2013 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება.   ამ დავაში და ამ დებატებში მე არ შევალ. ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და უნდა სწორი დასკვნები გავაკეთოთ. 2012 წლის მერე ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ძალიან მძიმე გზის გავლა. პარტია არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი და პარტიები, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ არ იქმნებოდეს ერთი ადამიანის გარშემო და პარტიები სოკოებივით არ იქმნებოდნენ. რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი მწრამსი და ეს არის ჩემი ერთადერთი პარტია.  მე ჩემი ცხოვრების მანძილზე არცერთ სხვა პარტიაში არ ვარ ნამყოფი და ეს იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც მე ვქმნიდი და ბოლო-ბოლო,  რომლის გამოც, ციხეში ვიჯექი.. არავის არაფერს არ ვამადლი.  ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო იმიტომ, რომ მე მივიღე ეს გამოწვევა და მე გადავწყვიტე წავსულიყავი და მიმეღო ის პოლიტიკური დარტყმა, რომელიც ამ თავგზააბნეული რეჟიმიდან მოდიოდა”.

უგულავამ ენმ-ს ცენტრალურ ოფისში შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ ხალხს ხელახლა უნდა დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ “ქვეყნის კრიზისიდან გმაოყვანა”, მათი  “არასწორი ქმედებებების გაანალიზება”. ამიტომ, მისი თქმით, მისთვის გაუგებარია “ცარიელ სკამზე პოტინი”:

“რას სთავაზობდა ამ პარტიის ლიდერი საკუთარ თანაპარტიელებს? მე გულისტკივილით ვიტყვი. სანამ მე გარეთ ვიყავი, თითოეული ჩვენგანის ამოცანა იყო შევჯერებულიყავით იმ ახალი ურთიერთობის ფორმებზე, რომელიც პარტიაში  2013 წლის შემდეგ დამკვიდრდა. ეს არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთაღიარება, და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. თუ შენ გინდა ხალხმა დაგიჯეროს  იმ შედეგის შემდეგ რაც მიიღე, მე ვგულისხმობ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება ღირსებით გადააბარე უღირს ხალხს, მაგრამ ეს იყო ხალხის არჩევანი და თუ ამას აცნობიერებ,  მაშინ სრულიად გაუგებარია ცარიელ სკამზე პოტინი.  თუ ჩვენ რეფორმას ვერ ჩავატარებთ საკუთრ პარტიაში, მაშინ არ მიგვიღებს ჩვენ საზოგადოება და არ მიიღებს იმას გულწრფელად, რომ შენ შეგიძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანო ეს არის ორჯერ ორი ოთხი”.

უგულავამ პარტიის “დანგრევაში”  მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ დაადანაშაულა:

“ყველას მივმართავ,  ენმ-ის ამომრჩევლებსა და წევრებს.  მე არ ვთვლი რომ ვიღაცა 99 პროცენტია და ვიღაცა 1, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაც ნული. ვინც ასე საკითხს აყენებს, მე ასეთი ადამიანების გვერდით აღარასოდეს არ ვიქნები,  იმიტომ, რომ ასე საკუთარი თავი დაიმცირო, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.  იმიტომ, რომ ჩვენ ვქმნით მოძრაობას და ჩვენ ვიყავით მოძრაობა თავისუფალი ადამიანების, რომელსაც რა თქმა უნდა, როდესაც საჭირო იყო, შეეძლო ერთმანეთისთვის ეყვირა კიდეც. პოლიტიკა ყოველთვის არის ინტერესების ჭიდილი, მაგრამ ამ ჭიდილში იბადება ყოველთვის საუკეთესო. მაგრამ, როდესაც შენ საკუთარ შექმნილ, საკუთარ მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად შექმნილ  პარტია თითონვე დაანგრევ, ისმის კითხვა – გაქვს შენ ამის უფლება?! კიბატონო, დღეს მას აქვს ამის უფლება მე მასთან ჭიდაობაში და პოლემიკაში არ შევალ. იმიტომ, რომ დღეს არის პოლიტიკური დევნილი და ის პოლიტიკურ დევნილად დარჩება მანამდე სანამ, რაღაც უაზრო საქმეები იქნება აღძრული  მასზე და ნებისმიერ ჩვენს თანამებრძოლზე, რომელიც დღეს ციხეში იმყოფება. მაგრამ, ამ მარაზმში რა თქმა უნდა ყველამ ინდივიდუალრუად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – მარაზმში თანამონაწილეობა არ შეიძლება.

დიახ, პასუხიმგებელი დანგრევაზე ამ პარტიის არის ერთადერთი ადამიანი, ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა, მაგრამ ამით ჩვენ უნდა დავასრულოთ ამაზე საუბარი.  მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი. წარსულზე წარსულმა ილაპარაკოს. მე გული მტკივა იმიტომ, რომ  მე მჯეროდა , რომ თითოეულ ჩემს თანამებრძოლს , რომელსაც დღეს სხვაგან ვხედავ მქონდა იმის განცდა, რომ საერთო ინტერესს გმაოვნახავდით, იმიტომ, რომ საერთო ინტერესი არის ქვეყანა. მაგრამ მე არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და არ ვაპირებ თავის დამცირებას. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას წერს და რას პრუტუნებს, აღარ არის ენის მოჩლექის დრო, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა და მივხედოთ რეალურ საქმეებს”.

უგულავას თქმით, უნდა მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის აღჩევნებისთვის და რომ პარტია, რომელიც  გამორიცხავს არჩევნებს, როგორც ბრძოლის მეთოდს,  პარტია არ არის:

“პარტია, რომელიც  გამორიცხავს არჩევნებს, როგორც ბრძოლის მეთოდს,  ის უკვე აღარ არის პარტია. დიახ, ჩვენ მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის, პირველ რიგში ქალაქებში და შემდეგ რა თქმა უნდა ყველა რაიონში და ჩვენ ამ არჩევნებზე ვანახებთ, რომ რეალურად სწორედ ეს ძალა არის ალტერნატივა იმ ჭაობის, რომელშიც დღეს სამწუხაროდ ქვეყანა იმყოფება”, – აცხადებს უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი