ახალი ამბები

უსუფაშვილი პარლამენტის უახლოეს გეგმებზე საუბრობს

8 ოქტომბერი, 2012 •
უსუფაშვილი პარლამენტის უახლოეს გეგმებზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი წარადგინა.  უსუფაშვილის განცხადებით, პირველი პრობლემა, რაც დღის წესრიგში დგას, მომავალი პარლამენტის შეკრების უზრუნველყოფაა. 

 

“დაწყებული ტექნიკური პრობლემებით, დამთავრებული პარლამენტის თვითორგანიზებით, მოგეხსენებათ, კომიტეტებია ჩამოსაყალიბებელი. უახლოეს მომავალში შესადგენია საკანონმდებლო საქმიანობის გეგმა.  ამ საკითხებით ვიქნებით დაკავებული. ახალი პარლამენტის შეკრების დროს ძველ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება და შემდგომ დაიწყება მთავრობის განხილვა”. 

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა არ არის გამორიცხული, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არსებობს.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი