ახალი ამბები

პეტრიაშვილი: შევძლებთ, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უფრო სწრაფად გახდეს [Video]

8 ოქტომბერი, 2012 •
პეტრიაშვილი: შევძლებთ, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უფრო სწრაფად გახდეს [Video]

ბიძინა ივანიშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ალექსი პეტრიაშვილი წარადგინა. პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი და პრიორიტეტები უცვლელია და საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ და ნატოსკენ. 

 

“მინდა გული დავწყვიტო სკეპტიკოსებს, რომლებიც საუბრობდნენ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით. არ გამართლდა მათი სკეპტიციზმი, ჩემი წარსული დიპლომატიური გამოცდილებით, ჩემი კოლეგების გამოცდილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით, შევძლებთ, საქართველო ევროკავშირის და ევროპული სივრცის ღირსეული წევრი უფრო სწრაფად გახდეს”.

 

ალექსი პეტრიაშვილი  საქართველოს ელჩი იყო თურქმენეთსა და ავღანეთში, პეტრიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე გორდაძეს ჩაანაცვლებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი