საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის საპორტო ოპერატორი SSA Marine დაინტერესდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით,  კომპანია ამ საკითხზე მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს.

საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა:

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია”.
SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. ის აშშ-ის ერთ-ერთო მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *