ახალი ამბები

ივანიშვილი: თამაზაშვილი შსს–ში არ იმუშავებს

8 ოქტომბერი, 2012 •
ივანიშვილი: თამაზაშვილი შსს–ში არ იმუშავებს

ბიძინა ივანიშვილის თქმით, რადგან თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრი იქნება, პრინციპულად შეუთავსებელი იქნება თამაზაშვილის დასაქმება იგივე უწყებაში. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატისვე განცხადებით, ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენამდე განიხილებოდა თამაზ თამაზაშვილის დანიშვნა შსს–ში რომელიმე მაღალ თანამდებობაზე.

შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე თამაზაშვილის მამა – თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის წაუყენეს. სასამართლომ თამაზაშვილი დამნაშავედ სცნო და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თამაზ თამაზაშვილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი შსს-ს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი