შინაგან საქმეთა მინისტრად ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, თავდაცვის მინისტრი და ვიცე პრემიერი– ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი კი თეა წულუკიანი იქნება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად სოზარ სუბარი დასახელდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაია ფანჯიკიძე უხელმძღვანელებს, ჯანდაცვის სამინისტროს კი –ამირან გამყრელიძე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი იქნება. ალექსი პეტრიაშვილი ევროანტლანტიკურ საკითხებში იქნება მინისტრი. კოტე სურგულაძე დიასპორის სამინისტროს უხელმძღვანელებს. მოადგილეებს თავად მინისტრები აირჩევენ.
პარლამენტის თავმჯდომარედ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი დაინიშნება.
რამდენიმე მინისტრი ჯერ არჩეული არ არის. ესენი არიან: ფინანსთა მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, განათლების მინისტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. მათ უახლოეს დღეებში დაასახელებენ.
არჩილ კბილაშვილი გენერალური პროკურორი იქნება.
რევაზ შავიშვილი სახელწმიფო აუდიტის სამსახურს უხელმძღვანელებს.
ცნიბილია ასევე საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვახტანგ ხმალაძე უხელმძღვანელბს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – თედო ჯაფარიძე. საფინანსო საკითხები კომიტეტს -დავით ონოფრიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე კი– ჯანდაცვის კომიტეტს.