აღნიშნულის შესახებ განცხადება პრეზიდენტის “ფეისბუკის” გვერდზე დაიდო.

 

ქვეყნის პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა და უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა. მიხეილ სააკაშვილმა ეკა ზღულაძესა და მურთაზ ზოდელავას მსგავსი შემთხვევების აღკვეთა დაავალა და აღნიშნა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.

 

“ძარცვები, დაყაჩაღებები, მანქანის გატაცებები, სხვა ტიპის ძალადობრივი გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს, როგორც იყო აღკვეთილი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველანი დემოკრატიას, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ.  თქვენ გადააბარებთ მთავრობას შემდეგ მინისტრს, როგორც ეს არის წესით და რიგით გათვალისწინებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში. ეს არის დიდი მონაპოვარი ჩვენი დემოკრატიის. ამავე დროს ეს არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან გამართულ თათბირზე. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის გადაბარება კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად მოხდება და ეს პროცესი არ უნდა აისახოს ქვეყნის ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ იგი მზადაა კანონიერების შენარჩუნებისა და დანაშაულის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით, ახალ მთავრობასთან ითანამშრომლოს.

 

“მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ, რომ კანონიერმა ქურდებმა არ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. კანონმდებლობით კანონიერი ქურდობა ისჯება სისხლის სამართლებრივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიის პირობებში მათი დრო არ დადგება” – განაცხადა პრეზიდენტმა თათბირზე. 

 

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადებით, პოლიცია და ის წესრიგი, რომელიც ქვეყანაში დამყარდა, ქვეყნის მონაპოვარია და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის, რომელმაც ეს სახლში უნდა წაიღოს. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *