ახალი ამბები

პირს, რომელმაც ბენზინი გადაისხა დევნილთა სამინისტრო ერთ კვირაში დაეხმარება

5 ოქტომბერი, 2012 • 1456
პირს, რომელმაც ბენზინი გადაისხა დევნილთა სამინისტრო ერთ კვირაში დაეხმარება

როგორც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ვახტანგ ჭანტურიას საკითხი ერთ კვირაში გადაწყდება:

“აღნიშნულ ადამიანს სამინისტროს წარმომადგენლები ესაუბრნენ, ამჟამად სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე, შეისწავლის მის მდგომარეობას და პირობებს, ერთი კვირის განმავლობაში გადაწყდება, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს სამინისტრო ამ ადამიანს, ბინით დააკმაყოფილებს, თუ სხვა სახით დაეხმარება”, – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ცნობით,  ერთ კვირაში ვახტანგ ჭანტურია სამინისტროს თავად მიაკითხავს.

სამინისტროს ცნობით, გუშინ, მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში ოპერატორთან საუბრისას აფხაზეთიდან დევნილმა ვახტანგ ჭანტურიამ ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მას მინისტრი დალი ხომერიკი პირადად შეხვდა და გაესაუბრა.

ვახტანგ ჭანტურიას განცხადებით, იგი რუსეთიდან დეპორტირებულია და საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. აღნიშნული ქმედება კი დედის მძიმე ავადმყოფობის გამო აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი