ახალი ამბები

ნათია მოგელაძე თანამდებობას ინარჩუნებს

4 ოქტომბერი, 2012 • • 4096
ნათია მოგელაძე თანამდებობას ინარჩუნებს

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ფატი მამიაშვილმა განუცხადა.

 

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს, თუკი მათ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.

 

“მე ვაპირებ სასამართლოში ვუჩივლო ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა,” – განაცხადა არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებებს კი სასამართლო, როგორც წესი, ნათია მოგელაძის უწყების მიერ

ნათია მოგელაძე
ნათია მოგელაძე

შედგენილი სამართალდარღვევების საფუძველზე იღებდა. თუმცა ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ უსაუბრია, დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატები 2012 წელს ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით გამართულს სასამართლო პროცესებზე მოსამართლეებს უშედეგოდ უმტკიცებდნენ, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებები იყო უკანონო და მათ მოუწევდათ ამისთვის სამართლებრივი პასუხისგება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი