ახალი ამბები

‘ქართული ოცნების’ დროშა ხულოს გამგეობის თავზე

4 ოქტომბერი, 2012 • 1482
‘ქართული ოცნების’ დროშა ხულოს გამგეობის თავზე

კოალიციის წევრებმა სხვა ოპოციზიური პარტიების აქტივისტებთან ერთად ხულოს მუნიცპალიტეტის გამგეობის შენობაზე პარტიის დროშა „ქართული ოცნების” აქტივისტებმა გუშინ საღამოს აღმართეს ბერას სმღერის ფონზე. ადგილზე გამგეობისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ოპოზიციის წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

 

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ამ ფორმით მათ გამარჯვება გამოხატეს.

 

„ქართული ოცნების” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ დროშის აღმართვის ინიციატივა, როგორც ჩანს, აქტივისტებს ადგილზე გაუჩნდათ: „ჩვენთვის პარტიული დროშის აღმართვა ადმინისტრაციული შენობის თავზე მიუღებელია” – ამბობს მურმან დუმბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი