ახალი ამბები

პრეზიდენტი შესაძლო გადადგომაზე: ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი

3 იანვარი, 2017 • 11049
პრეზიდენტი შესაძლო გადადგომაზე: ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი

“დიდი ბოდიში, არ შემიძლია ამ საკითხებზე დღეს კომენტარის მოცემა და ამ საკითხზე განსაკუთრებით, რა გიპასუხოთ? ჯერ ეს ერთი, რამდენად არის ეს დღეს განსახილველი საკითხი და მეორეც, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი,”- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეკითხვას საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.

უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში შესაძლოა ვადაზე ადრე გადადგეს თანამდებობიდან.

“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ვადაზე ადრე გადადგომის გადაწყვეტილემა მიიღოს და ამით მოქალაქეებს მისცეს შანსი, კიდევ ერთხელ თავად აირჩიონ პრეზიდენტი. “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, უსუფაშვილი მოვლენების ამგვარ განვითარებას ივნისში ელის, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი