ახალი ამბები

ომბუდსმენი: დანაშაულში მონაწილეების იდენტიფიცირება სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივაა

3 ოქტომბერი, 2012 •
ომბუდსმენი: დანაშაულში მონაწილეების იდენტიფიცირება სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივაა

“აშაკარაა საზოგადოების მაღალი ინტერესი ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისადმი. ამავე დროს, სტატიაში გამჟღავნებულია ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემები, რომლებიც იძლევა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტატიაში ჩამოთვლილი პირების და მათი ოჯახების წევრების მიმართ აგრესია და მათი უფლებების დარღვევა. 

 

დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეულ ფაქტზე, ამავდროულად, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მოქალაქეებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი