ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში 5000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

31 დეკემბერი, 2016 • 29788
გორის მუნიციპალიტეტში 5000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

“სოკარ ჯორჯიას” ინფორმაციით, ავარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდა.

დღეს, 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფ. ქიწნისის მიმდებარედ წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, დაზიანდა შპს სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი, ნაჭარმაგევი-ტყვიავი-მერეთის მიმართულების მკვებავი გაზსადენი.

გაზსადენის დაზიანების შედეგად გაზმომარაგება შეუწყდა გორის რაიონის 16 სოფელს: ტყვიავს, ტირძნისს, ბროწლეთს, დიცს, ფლავს, ფლავისმანს, ქვეშს, ქვემო არცევს, ქერეს, კარბს, მერეთს, არბოს, ქორდის, ზარდიაანთკარს, გუგუტიაანთკარსა და კოშკას – სულ 5000-მდე აბონენტს.

კომპანიის ცნობით, ამჟამად ავარია ლოკალიზებულია, თუმცა უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაზსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა დაიწყება 31 დეკემებრს დილიდან და, სავარაუდოდ, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ყველა სოფელში 17:00 საათამდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას და სთხოვს მათ, ყურადღება გამოჩინონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესძლებელია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელი ხაზის დახმარები: 16-144.

მასალების გადაბეჭდვის წესი