შეხვედრიდან გამოსულების თქმით, საუბრის თემა არ ყოფილა მთავრობის ფორმირება.
“ცოტა ხანში გაკეთდება ბიძინა ივანიშვილის სახელით განცხადება. ამ წუთში შეხვედრის მთავარი საკითხი არ შეეხება მთავრობის ფორმირების საკითხს. ახლა განვიხილეთ იმ საკამათო ოლქების მონაცემები, რომლებიც არსებობს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
“იცით, რომ სადავო ოლქები არის ძალიან ბევრი, სადაც ცესკო გადაწყვეტილებებს აჭიანურებს. ჩვენ ამაზე სამართლებრივი რეაგირება გვჭირდება. ჩვენ ამ საკითხებზე რეაგირების რეჟიმში გადავდივართ. მეორე თემა ის არის, რომ ვაცნობიერებთ, რომ ვართ ახალი ხელისუფლება და ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს სიკეთეები, ამაზე ზოგადი საუბარი გვქონდა”, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ზვიად ძიძიგურმა და დასძინა, რომ ჯერ–ჯერობით მთავრობის სავარაუდო კანდიდატებზე არ უსაუბრიათ.