ახალი ამბები

ლევან იზორია: “დელტას” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

30 დეკემბერი, 2016 • 4323
ლევან იზორია: “დელტას” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება:

“დელტას ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, თუმცა მაქსიმალურად მინდა კონსულტაციები გავიარო ყველასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძირითადად არის უფრო საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებული. შესაბამისად, სჭირდება კვალიფიციურ ადამიანებთან კონსულტაცია იმისთვის, რომ მოვძებნოთ კარგი მენეჯერი, ახალი იდეების ავტორი, რომელიც შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რა ამოცანებიც იქნება დელტას განვითარებისთვის მნიშვნელოვანი”,- განაცხადა იზორიამ დღეს, 30 დეკემბერს, მედიასთან გამართულ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე.

“დელტის” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა 2016 წლის მაისში გადააყენა. ამის მიზეზი სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მოკვლევა გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი