ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაურ კოვე: 2016 წელს არ ყოფილა ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს

29 დეკემბერი, 2016 • 3451
დაურ კოვე: 2016 წელს არ ყოფილა ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს

“2016 წელს ძირითადი ჩვენი საქმიანობა იყო მეგობრული კავშირების გამყარება იმ ქვეყნებთან, ვინც გვაღიარა. ასევე, ახალი მეგობრების ძიება” , – განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ სოხუმში გამართული წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის შემდეგ “ეხო კავკაზას”.

კითხვაზე, ვინ არიან აფხაზეთის ახალი მეგობრები, დაურ კოვე პასუხობს:

“2016 წელს არ ყოფილა ქვეყნები, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. თუმცა 2016 წელმა საშუალება მოგვცა, გარკვეული კონტაქტები დაგვემყარებინა სხვადასხვა ქვეყანასთან. ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც ჩვენი პოზიცია ესმით, თუმცა არსებობს საერთაშორისო დღის წესრიგთან დაკავშირებული გარკვეული მომენტები. უბრალოდ, დროის ამბავია”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ის ახალი მიმართულებებიც ახსენა, რომლებზეც აფხაზური მხარე საერთაშორისო კუთხით მუშაობს.

“ვერ დავაკონკრეტებ ახლა. როგორც კი იწყებ მიმართულების განსაზღვრას, ქართული მხრიდან კონტრსამუშაო იწყება. ამიტომაც ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ. 2017 წელი, ვფიქრობთ, გარკვეულ შედეგებს მოგვცემს”.

მისივე განცხადებით, აფხაზურ მხარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიის დღის წესრიგის შეცვლა და განსხვავებული საკითხების დამატება სურს. თუმცა დაურ კოვეს არც ამ საკითხის შესახებ უსაუბრია უფრო დეტალურად.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა [ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ აღიარა. გარდა ამისა, აფხაზეთის დემოუკიდებლობა აღიარებული აქვს ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და ტუვალუს, ასევე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესუბლიკას.

დაურ კოვე; ფოტო: http://mfaapsny.org

დაურ კოვე; ფოტო: http://mfaapsny.org

მასალების გადაბეჭდვის წესი