“საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით, აშკარაა, რომ ამ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნება” ლიდერობს, ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით მონიჭებულ ფარგლებში ხელს შევუწყობ, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩემთვის მიუღებელია ამ კოალიციის შეხედულებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები მცდარია, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ”.
როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის.
“ვარდების რევოლუციის მონაპოვარი არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ამ მონაპოვარმა საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის საკავნძო ქვეყანად აქცია და როგორი საფრთხეც არ უნდა შეექმნათ ამ მონაპოვრებს, მათი მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიციური ძალა, ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”- განაცხადა სააკაშვილმა.