ახალი ამბები

პრემიერი: განთლების სისტემის რეფორმის შედეგად, დავასრულებთ უმუშევართა წარმოებას

29 დეკემბერი, 2016 • 2937
პრემიერი: განთლების სისტემის რეფორმის შედეგად, დავასრულებთ უმუშევართა წარმოებას

შემუშავებული განათლების რეფორმის განხორციელების შედეგად, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა წარმოებას – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 29 დეკემბერს, 2016 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კვირიკაშვილმა გასული წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2016 წელს წარმოდგენილი “სწრაფი განვითარების გეგმა”, რომელმაც ქვეყნა კეთიდღეობამდე უნდა მიიყვანოს, ძირითადად სწორედ 2017 წელს განხორციელდება. გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია განათლების სისტემის რეფორმა, როგორც უმაღლეს, ისე პროფესიული განათლების დონეზე.

” შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შედეგად, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა წარმოებას და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, რაც საჯარო კერძო პარტნიორობის გზით პროფესიული განვითარების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს და ეს ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებელად სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლება ეკონომიკის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული:

“რათა მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლეს დამთავრებულ უმუშევართა რიცხვი”,- განაცხადა პრემიერმა და დააკონკრეტა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას დაეთმობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისუბრა ქუთაისის საუნივერიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტზე, რომელსაც რევოლუციური უწოდა. მისი თქმით, პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ცენტრად იქცეს რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი