დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის დავით საგანელიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან ნელა მუშაობს და პირველ რიგში იმ უბნის შედეგებს აქვეყნებს, რომლებიც “ქართული ოცნებისთვის” მძიმე იყო:

 

” თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, ეს არ არის ეგზითპოლი, ეს  გახლავთ იმ ოლქების შედეგად დათვლილი ხმები, რომელიც კოალიციას გააჩნია, რაც საერთო მონაცემების 93%-ია. ამ მონაცემების მიხედვით, პროპორციული სიით, 65-66% აქვს ქართულ ოცნებას, რაც შეეხება მაჟორიტარებს, 47 ოლქის მონაცემებით, 42 მოგებული გვაქვს, ხოლო 5 სადავო ოლქია”.

 

დავით საგანელიძემ სადავო ოლქებად ქედა, დედოფლისწყარო, ყვარელი, ხაშური და წყალტუბო დაასახელა. 

 

“თუ სადავო ოლქებიც ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 97 ადგილი გარანტირებული გვაქვს, ყველაზე პესიმისტური გათვლებით კი-90” 

 

საგანელიძემ სამეგრელოს მონაცემების შესახებაც ისაუბრაა, მისი განცხადებით, ზუსტი ინფორმაცია მას არ აქვს, თუმცა არსებობს ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც ახლა ადვოკატები ეცნობიან და შესაძლოა ზუგდიდის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი დადგეს.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *