ახალი ამბები

დეპუტატი: ქართველი ერის უმთავრესი ფუნქცია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვაა

28 დეკემბერი, 2016 • 5531
დეპუტატი: ქართველი ერის უმთავრესი ფუნქცია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვაა

“ქართველი ერის უმთავრესი ფუნქცია იყო, არის და იქნება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება,” – ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ გააკეთა.

ალექსანდრე ერქვანიამ სხდომაზე საქართველოს მეფის,  ბაგრატ III-ის წმინდანად შერაცხვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ღვთისა და მოყვასის სიყვარული უნდა ვისწავლოთ:

“ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, როგორ შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი ქვეყნის დაცვა და შენარჩუნება, უნდა დავფიქრდეთ, რა იყო და არის ჩვენი ერის უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება. ქართველი ერის უმთავრესი ფუნქცია იყო, არის და იქნება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. დღეს ჩვენი მთავარი საფიქრალი არის ქვეყნის გამთლიანება. ამას ვერ შევძლებთ, თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ამიტომ ყველამ უნდა დავივიწყოთ პირადი და ვიწროპარტიული ინტერესები. უნდა დასრულდეს გაუთავებელი სიძულვილი, ზიზღი, მტრობა და დაპირისპირება და ერთმანეთის შეურაცხყოფა. მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ. უნდა ვისწავლოთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ვისწავლოთ სახელწმიფოებრივი აზროვნება, ერთმანეთის მოსმენა და პატივისცემა. დავიწყოთ ქვეყნის მომავალზე ზრუნვა და ფიქრი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი