ახალი ამბები

საახალწლოდ თბილისში მეტრო და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

28 დეკემბერი, 2016 • 5419
საახალწლოდ თბილისში მეტრო და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

სადღესასწაულო დღეებში მეტრო და საბაგირო გზარიყენარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო, მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ახალი წლის ღამეს, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას- 2017 წლის 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე, მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით – „რიყენარიყალადაჭავჭავაძის გამზირიკუს ტბა“ 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, წელს დედაქალაქის მასშტაბით დამატებით კიდევ საახალწლო ილუმინაციებით რამდენიმე ქუჩა მოირთო. ასევე გახსნილიასაახალწლო ქალაქიდედაენის ბაღში.

„2017 წლის გალა კონცერტი კი წელს ვარდების მოედანზე გაიმართება, სადაც თქვენ დაუვიწყარი სანახაობა გელით. ვისარგებლებ შემთხვევით და წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას. მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საახალწლო მორთულობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე. ფოტო: თბილისის მერია. 25.12.2016

საახალწლო მორთულობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე. ფოტო: თბილისის მერია. 25.12.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი