ახალი ამბები

საბურთალოს ოლქის 21-ე უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა

1 ოქტომბერი, 2012 •
საბურთალოს ოლქის 21-ე უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა

საბურთალოს #3 ოლქის 21- ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მიეცა. გაირკვა, რომ მის მაგივრად არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდათ. შესაბამისად, ამომრჩეველმა საჩივარი დაწერა. 

 

21-ე უბანზე, სადაც 1351 ამომრჩეველი იყო სიაში, 19:00 საათის მონაცემით, 897-მა მისცა ხმა.

 

უბანზე, არჩევნების მიმდინარეობას 49 დამკვირვებელი აკვირდებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი