დამკვირვებელი აცხადებს, რომ ვინმე თორნიკე გიორგაძე, რომელსაც ჰქონდა შავ-თეთრი ფერის მოწმობა, უბანზე დილიდან იმყოფებოდა. ის დროდადრო გადიოდა გარეთ უბნიდან, იხსნიდა ბეჯს და გარკვეული ხნის შემდეგ უბანზე რამდენიმე პირთან, დაახლოებთ 5 ამომრჩეველთან ერთად ბრუნდებოდა და საარჩევნო პროცედურების გავლისას უბანზე თან დაჰყვებოდა მათ.
როდესაც დღის მანძილზე მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, “ამომრჩეველთა ლიგის” წარმომადგენელი დაინტერესდა მისი ვინაობით, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, თუმცა ის მდივნის წიგნში გატარებული არ იყო და უბანზე იმყოფებოდა დარღვევით.
ამის შემდეგ, როდესაც “ამომრჩეველთა ლიგის” და “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი, აღნიშნულმა პირმა საარჩევნო უბანი დატოვა.
გარდა ამისა, მთელი დღის მანძილზე იყო მცდელობა, რომ ამომრჩევლებს სურდათ პირადობის მოწმობის ასლით ხმის მიცემა, თუმცა დამკვირვებლების აქტივობის შედეგად მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს. სხვა დარღვევა ამ უბანზე არ დაფიქსირებულა.
17:00 საათის მონაცენებით, ვანის 30-ე საარჩევნო უბანში 499 ამომრჩეველმა მისცა ხმა, სულ ამომრჩეველთა რაოდენობაა 798, უბანზე კი მიტანილია 700 ბიულეტინი.








