ახალი ამბები

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს

26 დეკემბერი, 2016 • 4382
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს

დღეს, 26 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს.

მოადგილის თანამდებობაზე “პატრიოტთა ალიანსს” ემზარ კვიციანი ჰყავდა წარდგენილი, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” — ირაკლი აბესაძე.

გასულ თვეში კომიტეტმა ვერ შეძლო მოადგილის არჩევა, რადგან ვერც კვიციანმა და ვერც აბესაძემ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს.

“ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოდგენილ კადიდატურას, ირაკლი აბესაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი. ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან განვუმარტავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ პრინციპს, რაც ეკუთვნის უმცირესობას კვოტით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ვიცესპიკერის თუ სხვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის შემთხვევაში,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ემზარ კვიციანის თქმით, თუკი კვოტებით პატრიოტთა ალიანსისთვის არ არის გათვალისწინებული მეტი ადგილი, მაშინ მისი თანაგუნდელი,  გიორგი ლომია არის მზად, მოიხსნას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. კვიციანის განცხადებების მიუხედავად, კომიტეტმა ირაკლი აბესაძეს დაუჭირა მხარი.

“დღეს უკვე მოსახლეობისთვის გასაგებია, რომ უკვე არანაირი სხვაობა არ არსებობს “ნაციონალებსა” და “ოცნების” დიდ ნაწილს შორის,”- განაცხადა ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი