ახალი ამბები

პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს

25 დეკემბერი, 2016 • 1421
პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა, მოთხოვნით – “მიხედეთ ხალხს!” აქციის ორგანიზატორია გიორგი გაბედავა, რომელმაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დღეს შიმშილობის აქცია დაიწყო.

გაბედავას თქმით,  ხვალიდან მერიიდან ნებართვის მოპოვებას აპირებს, რათა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალოს. მისი თქმით, პროტესტის მიზეზი გახდა ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი