ახალი ამბები

მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობისკენ მოწოდება რომის პაპის საშობაო მიმართვაში

25 დეკემბერი, 2016 • 2310
მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობისკენ მოწოდება რომის პაპის საშობაო მიმართვაში

მსოფლიომ სიყვარულით და არა ძალით და სიმდიდრით უნდა დაამყაროს მშვიდობა კონფლიქტურ ზონებში – განაცხადა რომის პაპმა დღეს საშობაო მიმართვაში.

პაპმა ისაუბრა ბოლო პერიოდში გახშირებულ ტერორისტულ აქტებზე, ასევე, სირიაში, ალეპოში განვითარებულ მოვლენებზე. პაპმა ფრანცისკემ ასევე მოუწოდა ისრაელსა და პალესტინას. ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალონ, სადაც იქნება მშვიდობა. პაპმა სხვა ქვეყნებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც შეიარაღებული კონფლიქტია, მათ შორის ისაუბრა უკრაინაზეც.

პაპმა სამშვიდობო გზავნილებით მიმართა ასევე “მიტოვებულ და მოკვეთილ ძმებსა და დებს, მათ, ვისაც ტანჯავს შიმშილი, ძალადობის ყველა მსხვერპლს. მშვიდობა უსურვა მიგრანტებსა და ლტოლვილებს, ყველას მათ, ვინც დღეს არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი”.

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანების დიდი ნაწილი ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.

პაპი ფრანცისკე ჩვილი იესოს ფიგურას ეამბორება საშობაო წირვის დროს ვატიკანში, წმ. პეტრეს ტაძარში. 24.12.2016 ფოტო: EPA/CLAUDIO PERI

პაპი ფრანცისკე ჩვილი იესოს ფიგურას ეამბორება საშობაო წირვის დროს ვატიკანში, წმ. პეტრეს ტაძარში. 24.12.2016 ფოტო: EPA/CLAUDIO PERI

მასალების გადაბეჭდვის წესი