ახალი ამბები

‘ოცნება’ დედოფლისწყაროში საარჩევნო დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას

1 ოქტომბერი, 2012 •
‘ოცნება’ დედოფლისწყაროში საარჩევნო დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, დედოფლისწყაროს #21 უბანზე, სოფელ სამრეკლოში ბიულეტენები გამოაქვთ და აჩვენებენ შემოხაზულ ხუთიანებს. ნაციონალების მხარდამჭერები ეწევიან საარჩევნო აგიტაციას, უბანზე შეაქვთ სარეკლამო ბუკლეტები. უბნის ტერიტორიაზე მყოფი დამკვირვებლები „ნაციონალური მოძრაობიდან“, გამოდიოდნენ უბნის გარე პერიმეტრზე და აწარმოებდნენ თავიანთი ამომრჩევლების შეყვანას  საარჩევნო უბანზე.

 

დედოფლისწყაროს #22 უბანზე, ასევე, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, დგას ფურგონიანი „მოსკვიჩის“ ფირმის ავტომობილი, სანომრე ნიშნით RAQ- 249,  რომელშიც ზის სამი ქალბატონი, რომლებიც ამომრჩეველს აძლევს ბიულეტენებს. #19 უბანზე ამომრჩევლის დაშინებას აქვს ადგილი. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აიძულებენ მოქალაქეებს აჩვენონ ბიულეტინზე შემოხაზული ხუთიანები. ანალოგიურ დარღვევებს აქვს ადგილი, “ოცნების” ინფორმაციით, სოფელ საბათლოში 18-ე უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი