ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: წყალტუბოში ‘ოცნების’ აქტივისტებს ხვალისთვის პოლიციაში იბარებენ

1 ოქტომბერი, 2012 •
ზაქარეიშვილი: წყალტუბოში ‘ოცნების’ აქტივისტებს ხვალისთვის პოლიციაში იბარებენ

ზაქარეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს:

 

1. სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა თემური მჟავიამ (577528685) დაურეკა ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს, რომ თითქოს მათ აიღეს ქართული ოცნებიიდან 250 ლარი და იბარებს პოლიციაში სამშაბთს 10 საათზე.

# 8 უბნის კოორდინატორები

1. მამუკა ფხაკაძე

2. შალვა გოდუაძე

3. თემურ იამანიძე

 

2.  ოფურჩხეთის პოლიციის უფროსმა დაურეკა დაფარული ნომრიდან #17 უბნის კოორდინატორს გიორგი კახიძეს, დაიბარა ოფურჩხეთის პოლიციაში სამშაბათს, 12 საათზე.

 

3. წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელმა მალხაზ ბასილაძემ (577528662) დაურეკა #1 უბნის კოორდინატორს ნანა ქუთათელაძეს, უთხრა, რომ მას აღებული ჰქონდა 250 ლარი და ამის გამო დაიბარა წყალტუბოს პოლიციაში სამშაბათს

 

4. #4 უბნის კოორდინატორს ნინო ნემსიწვერიძეს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს, 12 საათზე

 

5. #21 უბნის კოორდინატორს გელა ნიჟარაძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე.

 

6. #36 უბანზე  კოორდინატორს მერაბ კოსტავას დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540)  და დაიბარეს ოფურჩხეთის პოლიციაში.

 

7.  #22-ე უბნის კოორდინატორს კონსტანტინე ტყეშელაშვილს დაურეკეს პოლიციიდან  და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

 

8. #44-ე უბანზე კოორდინატორს მირზა ნუცუბიძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185)  და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს

 

9. #31 ვანო სიმსივეს დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540) და დაიბარეს პოლიციაში (გვარი არ უთხრეს)

 

10.  #42 უბნის კოორდინატორს ლადო ბაზაძეს დაურეკეს პოლიციიდან მჟავიამ (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს

 

11. #43 უბანი კოორდინატორს ციბაძეს ლაშას  დაურეკეს ნომრიდან (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

 

12. #12 უბნის კოორდინატორს კახა ფანცხავას დაურეკეს ნომრიდან (577528662) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

 

13.   #32 უბანზე კომისიის წევრს თეა გველებიანს დაურეკეს ნომრიდან (577936275) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

 

“ყველა ეს პირი არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი. ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და ახორციელებენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მათთვის არანაირი ფორმით არ მომხდარა არანაირი თანხის გადაცემა. აქედან გამომდინარე 30 სექტემრის ღამის პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა.”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

შეგახსნებთ, რომ დღეს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ისინი იღებენ ინფორმაციას რეგიონებში  ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. შსს-ს ცნობით, მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები  ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.

 

შსს-ს ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ დღს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი