საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 დეკემბერს განახლებული გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ, ოფიციალური კურსით, 2.7507 ლარი შეადგინა. გუშინდელი ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ფასი 1,7710 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. კერძოდ, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ევროს ღირებულება 2,8739 ლარია, რაც წინა კურსთან შედარებით, ლარის ამ ვალუტასთან თითქმის სამთეთრიან გამყარებას ნიშნავს.
1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით ლარი აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 25 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ვალუტამ გამყარება გუშინ, 23 დეკემბერს დაიწყო.