საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.7846 ლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელთან შედარებით ლარი 0.0015 ერთეულით გაუფასურდა.
თუმცა, კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.85 ლარი ღირს, ბლუმბერგზე კი – 2.81.
1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით ლარი აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 25 თეთრით გაუფასურდა.
გუშინ, 20 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.