სომხეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება საჰაერო თავდაცვის სფეროში

დღეს, 23 დეკემბერს, ფედერაციის საბჭომ საჰაერო თავდაცვის სფეროში სომხეთ-რუსეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლაი პანკოვის თქმით, ეს სისტემა არა მხოლოდ სომხეთის ტერიტორიას დაიცავს, არამედ მის მთელ საჰაერო სივრცეს.

“შეთანხმება ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის გამოყენებას მთიანი ყარაბაღის სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა.

სომხეთსა და რუსეთს შორის განხილვა ერთობლივი სისტემის შექმნის საკითხზე, ერევანში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდნარეობდა. თუმცა სომხეთში საზოგადოების ნაწილი მიიჩევს, რომ დოკუმენტის რატიფიცირება სომხეთის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.

რუსეთსა და სომხეთს შორის კოლექტიური უსაფრთხოების საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემის შესახებ შეთანხმება სომხეთის პარლამენტმა საგენგებო სესიის დროს 101 ხმით 8-ის წინააღმდეგ 2016 წლის 30 ივნისს მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი