სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საჰაერო სივრცის დაკარგვის საფრთხე რუსეთისგან

29 ივლისი, 2016 • 1584
სომხეთის საჰაერო სივრცის დაკარგვის საფრთხე რუსეთისგან

რას რისკები და საფრთხე ახლავს თან რუსეთსა და სომხეთს შორის შეთანხმებას საჰაერო თავდაცვის სფეროში.

რუსეთსა და სომხეთს შორის კოლექტიური უსაფრთხოების საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემის შესახებ სკანდალური შეთანხმება სომხეთის პარლამენტმა საგენგებო სესიის დროს 101 ხმით 8-ის წინააღმდეგ 2016 წლის 30 ივნისს მიიღო.

შეთანხმებაში წერია, რომ ის ითვალისწინებს კავკასიის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების გაერთიანებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივი გეგმით არის შეთანხმებული და რომლის მიზანია მხარეთა სახელმწიფო საჰაერო საზღვრების დაცვის უზრუნველყოფა. ასევე, მხარეთა საჰაერო სივრცის გამოყენებაზე კონტროლი, საჰაერო სიტუაციის, პოტენციური საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების შესახებ ერთმანეთის ინფორმირება და საჰაერო ძალების ერთობლივი მოქმედებები საჰაერო-კოსმოსური თავდასხმების შემთხვევაში.

სომხეთის პარლამენტში დეპუტატი ზარუი პოსტანჯიანი პარტიიდან “მემკვიდრეობა” ერთ-ერთია, ვინც აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო. დეპუტატი ამბობს, რომ სომხეთმა კვლავ რუსეთის მოთხოვნებით იხელმძღვანელა, რამდენადაც შეთანხმების რატიფიკაცია სწორედ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

“რუსეთს, როგორც ყოველთვის, ახლაც, ამჯერად უფრო დაძაბულ სიტუაციაში მასშტაბურ დიაპაზონში ტრანსფორმირება სურს. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ყველა პროცესი, რომელიც რეგიონში ხდება და რომელიც იმას მიანიშნებს, რომ რეგიონის პოლიტიკური რუკა ტრანსფორმირდება. პოლიტიკური რუკა იცვლება – რუსეთი ახლა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ კავკასიაშია პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური სფეროს უზრუნველსაყოფად. საჭიროა ამ ყველაფერს რუსულ – თურქული ურთიერთობების ჭრილშიც შევხედოთ, ვინაიდან, ის რაც მოხდა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს ცალსახად რუსების ინტრესებიდან გამომდინარეა”.

პოსტანჯიევის აზრით, სამართლებრივი კუთხით, შეუძლებელია ამჟამად ამ შეთანხმების ანულირება. ეს შეიძლება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდეს.

“იქამდე, სანამ არსებობს ეს ხელისუფლება, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის გაუქმება. სანამ ჩვენ მათგან არ გავთავისუფლდებით, სომხეთი ვერ აღადგენს თავის ძალაუფლებას. საჭიროა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს”.

იმავეს ფიქრობს ვარუჟან ავეტისიანი – სომხეთის რესპუბლიკის სარეზერვო ჯარების პოლკოვნიკი, საზოგადოებრივი გადარჩენის ფრონტის “ახალი სომხეთი” წევრი, რომელიც შეთანხმების მიღების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

“ეს შეთანხმება კიდევ ერთი ნაბიჯია სომხეთის კოლონიზაციისკენ მიმართული. ამ შეთანხმების ყველაზე დიდი საფრთხე კი, დღევანდელი საომარი მდგომარეობაა. ასეთ დროს საჰაერო თავდაცვის მართვის სისტემის გადაცემა რუსეთისთვის, გეოპოლიტიკური ძალაუფლების გადაცემას ნიშნავს”, – ამბობს ავეტისიანი და ძირითად საფრთხეებზე საუბრობს:

“სომხეთის კოლონიზაცია, სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში გამანადგურებლებისა და თვითმფრიანვების არსებობა, ასევე, ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ტექნიკურ-საინფორმაციო მხარდაჭერის მიმართ, პრაქტიულად შეუძლებელს ხდის რუსეთის ნებართვის გარეშე გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ჯარის გამოყენებას საკუთარი თავის დასაცავად”.

გარდა ამისა, როგორც ავეტისიანი განმარტავს, საფრთხე ექმნება არწახის [მთიანი ყარაბაღი] საჰაერო სივრცესაც.

“შეთანხმება არწახის დამოუკიდებლად დაცვას და სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ჩვენი შესაძლებლობების დამოუკიდებლად გამოყენებას გვიზღუდავს”.

რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული შეთანხმებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის ძირითადი კომპონენტებია კლასიკური სამხედრო თვითმფინავები, ვერტმფრენები, რაკეტები, მაშინ როდესაც ძირითადი საფრთხე მოწინააღმდეგისგან [აზერბაიჯანი] უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა მცირე ზომის “ჭკვიანი” საშუალბებების სახით არსებობს.

“ჩვენ კი დავიწყებთ დავიწყებთ თურქული საჰაერო ძალების წინააღმდგ ბრძოლას იმ დროს, როდესაც მისი უმცროსი ძმა აზერბაიჯანი, ებრაული ისრაელის სამხედრო ტექნიკითა და “კჭვიანი” რაკეტებისა და აღჭურვილობის გამოყენებით გაანადგურებს ჩვენს სიმძლავრეებს. ჩვენ ვტოვებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას სხვის იმედზე, გვავიწყდება გეგმა -გვქონდეს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა რეალური გამოწვევებისთვის. ყველაფერთან ერთად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ გადამწყვეტ დროს საჰაერო თავდაცვის რუსული კომპონენტის გამოყენება მოხდება ჩვენს დასახმარებლად. ჩვენ რუსეთის მოწინააღდეგეთა სამიზნეებიც ვხდებით. შესაძლოა, ისიც იყო მიზეზი იმისა, რომ წინა წელს თურქული ვერტმფრენები ჩვენი საზღვართან დაფიქსირდნენ, რათა ენიშნებინათ, რომ ეს არის რუსული ზონა და შესაბამისად, სამიზნეც”.

ერთ-ერთი ოფიციალური პირი, ვინც რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა, არა ნაზარიანია, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ჟურნლისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად სომხეთის რესპუბლიკა საკუთარ საჰაერო სივრცეს საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებითვე იცავს:

“ამ შეთანხმებით კი, საკუთარ საჰაერო სივრცეში ასევე მოვიხმართ სომხეთში არსებულ რუსეთის ფედერაციის რესურსს. ანუ კიდევ დამატებითი ბენეფიტია”.

მისივე თქმით, ის, ვინც საკითხს იმგვარად სვამს, რომ ეს შეთანხმება არის საფრხე სომხეთისთვის, შეთანხმების ტექსტს არ იცნობს

არკატ ზაკარიანი, სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ კომიტეტში სამჯერ განიხილეს შეთანხმების თითოული პუნქტი.

“მზად ვარ სერიოზული ხალხის სიტყვებზე გავაკეთო კომენტარი და არა მათ განცხადებებზე, ვისაც პლაკატები უკავია. შეთანხმებაში სიტყვა სიტყვით წერია ყველაფერი და წაიკითხეთ”.

ზაკარიანი ირწმუნება, რომ საკითხი ხელოვნურად არის წამოწეული და მის მოწინააღმდეგეებს საკუთარი მოტივები აქვთ.

“ჩვენ ვიბრძვით სუვერენული, სამართლებრივი, დემოკრატიული და სოციალური სომხეთის რესპუბლიკისთვის, რომელმაც უნდა მოიცვას ასევე არწახი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავგრძელებთ და გავიმარჯვებთ”, – ამბობს ვარუჟან ავეტისიანი, და ამატებს, რომ პირველ რიგში საჭიროა, “კოლონიალური ადმინისტრაციული პერსონალის გადაყენება და სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, რის შემდეგაც გადაიხედება საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ეს შეთნხმება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი