იტალიური საინფორმაციო სააგენტოს, ANSA-ს ინფორმაციით, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე 19 დეკემბერს მომხდარ ტერაქტში ბრალდებული მილანში მოკლეს. ტუნისელ ანის ამრის პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

ტუნისელი ანის ამრი, სავარაუდოდ, მართავდა იმ სატვირთო მანქანას, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა. პოლიცია ადასტურებს, რომ ამრის თითის ანაბეჭდები სატვირთოს საჭეზე აღმოჩნდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 49 ადამიანი და დაიღუპა 12.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ისლამური სახელმწიფო” მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *