ახალი ამბები

სააკაშვილი: მათზე ბევრად ბევრნი ვართ

29 სექტემბერი, 2012 • 1645
სააკაშვილი: მათზე ბევრად ბევრნი ვართ

“აქ არ არის უბრალოდ ხალხის შეკრება, აქ არის პიროვნებების, ღირსეული ადამიანების შეკრება, მაგრამ იმათთვის, ვინც ითვლის, ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, საქართველოს თავისუფლების დამცველები დააშინა, თვალები გაახილოს და გადახედოს ამ მოედანს და მიხვდება, რომ ძალიან ბევრი ვართ, მათზე ბევრად ბევრნი ვართ. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ იმ ხალხზე, ვინც არც კი უფიქრდება მთავარ რაღაცას, თუ რა წყდება დღეს საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართელოში წყდება მთავარი რამ:

“ასეთი არჩევანი ჩვენ არ გვქონია, ათწლეულები და ასწლეულების განმავლობაში. დავბრუნდეთ ევროპაში და ვიცხოვროთ ევროპაში. დღეს როგორც არასდროს ჩვენ ვართ ახლოს ჩვენს სანუკვარ მიზანთან დავბრუნდეთ ევროპაში.

თქვენ იცით რომ გუშინ თბილისში შეიკრიბა იმდენი ხალხი, რამდენიც თბილისში არასდროს არ შეკრებილა. მე სპეციალურად არ წავიყვანე, რადგან აქ უნდა ჩამოვსულიყავი. გურულებს ძალიან კარგად ესმით პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც არის შემდეგი, მომავალ წელს თუ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპისკენ სიარულს, ჩვენ გვექნება პასპორტები, რომლითაც შევძლებთ უვიზო მიმოსვლას.
ეს არის ერთი პერსპექტივა და მეორე პერსპექტივა არის მუხლებზე დაჩოქილი მივუხოხდეთ მტერს.”

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, ასევე, შეხვდა მხარდამჭერებს. რამდენიმე წუთის წინ კი თბილისსა და ქუთაისში კოალიცია “ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქციები დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი