ახალი ამბები

სააკაშვილი: ეს სასტუმროები, ეს ახალი ბულვარებიც მე უცხოელებისთვის არ მინდა

29 სექტემბერი, 2012 •
სააკაშვილი: ეს სასტუმროები, ეს ახალი ბულვარებიც მე უცხოელებისთვის არ მინდა

„ეს სასტუმროები, ეს უნივერსიტეტიც, ეს ახალი ბულვარებიც მე უცხოელებისთვის არ მინდა, ჩემი ხალხი არის, ჩემი სათაყვანებელი და ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დაწყებული ამ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურით, ამ ახალი საწარმოებით, ამ ახალი საავადმყოფოებით, ამ ახალი ძალიან მაგარი გადამზადების ცენტრით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ჯერ სრულფასოვნად სტუდენტები არ მიგვიღია და ბათუმელებს ემსახურება, ამითი დაწყებული და დამთავრებული ჩემი პირადი სიცოცხლით, ჩემი პირადი არსებობით ყველაფერი გეძღვნებათ თქვენ, აქაურებს და ქართველ ხალხს,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
ამომრჩევლებთან არ გამოსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. პრეზიდენტის განცხადებით „ვარშალომიძეს ბევრი ლაპარაკი არ ეხერხება, მაგრამ საქმის კეთება მაგრად ეხერხება“.
 
 
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა აჭარელ ამომრჩეველს დაპირებებიც მისცა:
 
„ლევანის დაფიცებულია და ჩემი ბეჭედიც ადევს ამ ფიცს, არც ერთი ბარაკი, არც ერთი უბინაო აჭარელი, არც ერთი უმუშევარი აჭარელი, არც ერთი უმუშევარი ბათუმელი, არც ერთი უპერსპექტივო ოჯახი, ყველა ოჯახს პერსპექტივა, ყველა ოჯახს ღირსეული შემოსავალი, ყველა ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი ბათუმში და სხვაგან აჭარაში,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი