ახალი ამბები

ვინ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის პირველი 5 კანდიდატი

21 დეკემბერი, 2016 • 2044
ვინ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის პირველი 5 კანდიდატი

„საზოგადოებრივი მაუწყებლი“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების პირველი 5 მსურველის ვინაობას აქვეყნებს.

21 დეკემებრის მდგომარეობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ბაჩუკი ბახტაძემ,  რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ და ვასილ მაღლაფერიძემ მიმართეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდება და ამის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში,  კანდიდატთა სია გამოქვეყნდება, აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი