ახალი ამბები

‘ოცნების’ აქტივისტების მსვლელობა დაიწყო

29 სექტემბერი, 2012 • • 1101
‘ოცნების’ აქტივისტების მსვლელობა დაიწყო

14:53  ამ წუთებში მეტროსადგურ 300 არაგველიდან კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტების მსვლელობა დაიწყო თავისუფლების მოედნისკენ. მოძრაობა გადაკეტილია. მარჯვენა და მარცხენა მხარეს აქტივისტებს გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი. ამ წუთებში მსვლელობა დაიწყო დინამოს სტადიონიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. “ქართული ოცნების” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, იგი რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა და განწყობა ყველგან ერთიანია და ორშაბათს გამარჯვებით დაგვირგვინდება. 

თამარ მეფის გამზირზე კოლონას, “ქართული ოცნების’ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი თავისი მხარდამჭერებით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება. თბილისის პარალელურად 16:00 საათზე გაიმართება აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი