ახალი ამბები

მესხიშვილის თეატრის მმართველმა ქუთაისის საკრებულო დატოვა

28 სექტემბერი, 2012 • 1342
მესხიშვილის თეატრის მმართველმა ქუთაისის საკრებულო დატოვა

სიხარულიძემ ასეთი გადაწყვეტილება გუშინდელი ინციდენტის გამო მიიღო, როდესაც თეატრს სეზონის გახნის საშუალება არ მიეცა. თეატრის დასს გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 19 წლისთავთან დაკავშირებით “ბამბაზიის სამოთხე” უნდა ეთამაშა, თუმცა სპექტაკლი არ შედგა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ თეატრის მსახიობები აპირებდნენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე, გარეთ შეკრებილები იყვნენ კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც აპირებდნენ თეატრში შესვლას.

 

შედეგად, თეატრში გამოირთო ელექტროენერგია და სპექტაკლი ჩაიშალა. დასის რამდენიმე მსახიობმა გუშინვე გააკეთა განცხადება მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ თეატრის გარეთ შეკრებილი საზოგადოების წინაშე. მოგვიანებით კი მსახიობმა გიორგი შალამბერიძემ საზოგადოებას აუწყა, რომ დაშლილიყვნენ, რადგან მეორე დღეს თეატრის მმართველი გააკეთებდა განცხადებას.

 

გიორგი სიხარულიძემ დღეს განაცხადა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მხარს უჭერს კოალიციის ლიდერის მიერ ზუგდიდის აქციაზე გაჟღერებულ ხედვას აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი