ახალი ჩანაწერები ირაკლი ღარიბაშვილსა და ზურაბ ბიგვავას, რომან კუსიანსა და სანდრო ბრეგაძეს, გია ხუხაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი მელაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის საუბრებს შეეხება.
დღეს, 28 სექტემბერს ატვირთული ჩანაწერების მიხედვით, ირკვევა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები რომან კუსიანი და სანდრო ბრეგაძე ტელევიზიით გასულ მილანში ჩაწერილ კახი კალაძის მაკომპრომიტირებელ ვიდეომასალას განიხილავენ.
სხვა აუდიო,ჩანაწერის მიხედვით, კოალიციის – ”არჩევნის თავისუფლებისთვის” – წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე “ქართული ოცნების” შესახებ საუბრობენ.
“ირაკლი მელაშვილი: ძალიან ბინძური კონკურენციის პრინციპი არის კოალიცია “ქართული ოცნების” შიგნით. ოცნება მარტო რესპუბლიკელებს ვერ ეჭიდავება. ჯერ ეს ერთი კრეტინებით არის სავსე და თვითონ არ იციან, როგორ იქცევიან, თვითონ ჩამოუყალიბებლები არიან. ოცნების შექმნასა და გაძლიერებაში არავინ არაა დაინტერესებული. პირველ რიგში არ არიან დაინტერესებულები “რესპუბლიკელები” და “ალასანია”- ამბობს მელაშვილი აღნიშნულ ჩანაწერში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აუდიოჩანაწერი, ბესო სურმავას სახელით, გუშინ, 27 სექტემბერსაც გავრცელდა. გავრცელდა ასევე თავად ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია.
სურმავას მეუღლე აცხადებს, რომ აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ სურმავა გაუჩინარებულია და მხოლოდ ერთხელ, ტელეფონით ესაუბრა ოჯახ. მის მეუღლეს აქვს ეჭვი, რომ ის სამართალდამცავებს ჰყავთ დაკავებული.