ახალი ამბები

პოლიციამ ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოქალაქის დახმარებით დააკავა

20 დეკემბერი, 2016 • 2481
პოლიციამ ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოქალაქის დახმარებით დააკავა

“შესაძლო ტერორისტული აქტი”, ასე იძიებს გერმანიის პოლიცია ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანის შევარდნის ფაქტს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. BBC-ის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლო ან ავღანელი, ან პაკისტანელია, რომელიც თავშესაფრის მაძიებლად იყო რეგისტრირებული.

ცნობილი ხდება, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი გერმანიაში თებერვალში ჩავიდა, როგორც ლტოლვილი. ყოველდღიური გერმანული გამოცემა  Tagesspiegel წერს, რომ აღნიშნული პირი პოლიციისთვის ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულების გამო, თუმცა ტერორიზმთან კავშირი არ იკვეთებოდა.

ბერლინის საშობაო ბაზრობა სადაც სატვირთო მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით 12 ადამიანია დაღუპული და 48 დაშავებული. პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს. ©EPA/BERND VON JUTRCZENKA

ბერლინის საშობაო ბაზრობა სადაც სატვირთო მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით 12 ადამიანია დაღუპული და 48 დაშავებული. პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს. ©EPA/BERND VON JUTRCZENKA

BBC -ის ცნობით, გერმანელი პოლიტიკოსები მომხდარიდან რამდენიმე საათის მანძილზე თავს არიდებდნენ, მისთვის ტერორისტული თავდასხმა ეწოდებინათ, თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ  “ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ერთ რამეზე მიუთითებს”.

საშობაო ბაზრობა, სადაც სატვირთო მანქანა შევარდა, ბერლინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მთავარი სავაჭრო ქუჩაა. შემთხვევა კაიზერ უილჰელმის სახელობის ტაძართან ახლოს მოხდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას, დაზიანდა და დღეს მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე ყველაზე გადატვირთულ დროს შევარდა, როდესაც იქ იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.

ბერლინის საშობაო ბაზრობა სადაც სატვირთო მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით 12 ადამიანია დაღუპული და 48 დაშავებული. პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს. ©EPA/BERND VON JUTRCZENKA

ბერლინის საშობაო ბაზრობა სადაც სატვირთო მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით 12 ადამიანია დაღუპული და 48 დაშავებული. პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს. ©EPA/BERND VON JUTRCZENKA

სატვირთო მანქანის მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც მანქანა დატოვა და ფეხით გაიქცა. ბერლინის პოლიციის პრესსპიკერმა გერმანულ გაზეთ  die Welt-თან საუბრისას განაცხადა, რომ მძღოლი პარკისკენ გაიქცა და მას თვითმხილველი დაედევნა, რომელმაც დაახლოებით 2 კმ მანძილზე სდია, ბოლოს კი Victory Column ძეგლთან დაინახა, რის შემდეგადაც პოლიცია გამოიძახა.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მათი თქმით, იგი პოლონეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სატვირთო მანქანას თავდაპირველად ის ატარებდა და საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა გაიტაცა. არიელ ზურავსკი, რომელიც ასევე პოლონელია და სატვირთო მანქანის მფლობელია, ადასტურებს, რომ მისი მძღოლი ორშაბათის მერე მიუწვდომელია და არ გამოჩენილა.

“მის შესახებ ორშაბათის შუადღის შემდეგ არ მსმენია, არ ვიცი, მას რა დაემართა, ჩემი ბიძაშვილია და ბავშვობიდან ვიცნობ, შემიძლია თავდებად დავუდგე”.

ბერლინის საშობაო ბაზრობა სადაც სატვირთო მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით 12 ადამიანია დაღუპული და 48 დაშავებული. პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს. ©EPA/BRITTA PEDERSEN

ბერლინის საშობაო ბაზრობა სადაც სატვირთო მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით 12 ადამიანია დაღუპული და 48 დაშავებული. პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს. ©EPA/BRITTA PEDERSEN

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სატვირთო მანქანამ საშობაო ბაზრობაზე შევარდნის შემდეგ დაახლოებით 50-80 მეტრის მანძილი დაფარა.

ბერლინში მომხდარი საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის მსგავსია, რომელიც 2016 წლის ივლისში, ბასტილიის აღების დღეს მოხდა. მაშინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხალხში შევარდნილმა სატვირთო ავტომობილმა 86 ადამიანი იმსხვერპლა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი