როიტერის ცნობით, გერმანიაში, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მყოფ ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.
ბერლინის პოლიციამ “ტვიტერზე” დაწერა, რომ დაღუპულია 9 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 50-ია.
როიტერის ინფორმაციით, ადგილზე მყოფი პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდენ, რომ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი გამიზნულ თავდასხმაზე მიუთითებს.
სატვირთო ავტომობილი ხალხის ჯგუფში იმ დროს შევარდა, როდესაც საშობაო ბაზრობა ყველაზე გადატვირთული იყო – უფროსები, ბავშვებთან ერთად, ხისგან გაკეთებულ პატარა ქოხებთან იყვნენ შეკრებილი, სადაც საშობაო ნივთები და საკვები იყიდება.
ბერლინში მომხდარი საფრანგეთში განხორციელებული ტერირისტული აქტის მსგავსია, რომელიც 2016 წლის ივლისში, ბესტილიის აღების დღეს მოხდა. მაშინ ხალხში შევარდნილმა სატვირთო ავტომობილმა 86 ადამიანი იმსხვერპლა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
Wir können 9 Tote & viele Verletzte bestätigen. Viele Kolleg. sind am #Breitscheidplatz im Einsatz um die Hintergründe zu ermitteln.
— Polizei Berlin (@polizeiberlin) December 19, 2016
Apres la Turquie mnt un camion en Allemagne qui fonce dans la foule près d’un marché de noël à Berlin ???pic.twitter.com/u0uXBbXk1t — kaillereh (@kaillereh) December 19, 2016
#BREAKING: Berlin Police says truck plowing into christmas market is likely terror attack; At least 2 dead pic.twitter.com/g02q907kHO — Amichai Stein (@AmichaiStein1) December 19, 2016