ახალი ამბებირეკლამა

საკვირაო სკოლა „მზიურის“ კაფეში თქვენი პატარებისთვის

20 დეკემბერი, 2016 • 2186
საკვირაო სკოლა  „მზიურის“  კაფეში თქვენი პატარებისთვის

ზამთარი „მზიურში“ პატარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო  და სახალისო იქნება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე“ სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო“ იწყებს.

პროექტი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. 10 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს „მზიურის კაფე“ 2 საათის განმავლობაში ბავშვებსა და საბავშო მწერლებს დაეთმობათ. პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ავტორებთან ერთად წაიკითხონ ზღაპრები, ჩაერთონ დისკუსიაში, მათთვის საინტერესო თემებზე  მიიღონ პასუხები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.

პირველი ასეთი  შეხვედრა „მზიურის კაფეში“ 25 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება და ის მთლიანად დაეთმობა საახალწლო თემატიკას. პატარებს პროექტის მონაწილე საბავშვო მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე უმასპინძლებენ. მომდევნო  შეხვედრებს ბავშვებთან მწერლები პერსონალურად გაუძღვებიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 9 წლამდე წლის ასაკის ბავშვებს. საკვირაო სკოლაში დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა ვებგვერდზე –  www.tkt.ge  უკვე შესაძლებელია, (ბილეთის საფასურში შედის ლანჩი ბავშვებისთვის).  პროექტიდან  შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება  „მზიურის კაფის“, როგორც სოციალური ბიზნესის განვითარებას.

„საკვი-რაო“ პირველი პროექტი არ არის, რომელსაც „მზიურის პარკი“ თიბისი ბანკის დახმარებით ახორციელებს. „ახალი მზიურის“ პროექტის ფარგლებში,  სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტს  „საკვირაო“  „მზიურის კაფე“  5 მარტამდე უმასპინძლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი