ახალი ამბები

Reuters: ციურიხის ისლამურ ცენტრში სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

20 დეკემბერი, 2016 • 2638
Reuters: ციურიხის ისლამურ ცენტრში სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

Reuters-ის ინფორმაციით, ციურიხის ილამურ ცენტრში სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. მედიისთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სამიზნე ისლამური ცენტრი იყო, თუ შვეიცარიის უდიდესი ქალაქის რომელიმე ბიზნესშენობა.

Reuters-ის ცნობით, ციურიხის პოლიცია სამი ადამიანის დაჭრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. მედია შვეიცარიის პოლიციის ოფიციალურ განცხადებას ელოდება. სამართალდამცველებს შემოსაზღვრული აქვთ თავდასხმის ადგილი, სადაც იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც.

მათივე ინფორმაციით, ისლამური ცენტრი, როგორც ასოციაცია, შვეიცარიაში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამური რწმენის სწავლების საშუალებას აძლევს, ასევე ემსახურება მათ ჩართვას კულტურულ ღონისძიებებსა და სამეცნიერო სემინარებში. გარდა ამისა, როგორც Reuters წერს, ციურიხის ილსამურ ცენტრში შესაძლებელია ბიზნესმონაცემების ნახვა.

თავდასხმა ციურიხის ისლამურ ცენტრში, დაიჭრა სამი ადამიანი. ფოტო: REUTERS/Arnd Wiegmann

სროლები ციურიხის ისლამურ ცენტრში, დაიჭრა სამი ადამიანი. ფოტო: REUTERS/Arnd Wiegmann

მასალების გადაბეჭდვის წესი